მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ შექმნილ მაფიოზურ, საბჭოთა სისტემას ნორმალური ხალხის მმართველობით შევცვლით
ვინც ვერ გაიგო, ბიძინა ივანიშვილი ამბობს – სახლემწიფომ ვერ მოახერხა ინვესტორების შემოყვანა, თავი მოება წყალტუბოს მოვლისთვის და რა ვქნა, მე უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. სახელმწიფო „ქართულ ოცნებას“ ჩავაბარეთ, რომ ქვეყანაში ინვესტორები შემოეყვანათ, სახელმწიფოს ასეთ მათხოვრულ სიტუაციაში დაყენება მიუღებელია, – ამის შესახებ „საზოგადოებრივი მოძრაობა“ ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც ვერ გაიგო ან სხვანაირად გაიგო. მისი განცხადება არის შემდეგ – ამბობს, რომ სახლემწიფომ ვერ მოახერხა ინვესტორების შემოყვანა, ვერ მოახერხა, თავი მოება წყალტუბოს მოვლისთვის და რა ვქნა, მე უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. ჩვენ სახელმწიფო ჩავაბარეთ „ქართულ ოცნებას“ და სწორედ იმიტომ ჩავაბარეთ, რომ თავი მოება, ქვეყანაში შემოეყვანა ინვესტორები, გაეკეთებინა მარავალფეროვანი ინვესტიციისთვის თანაბარი პირობები და ახლა, ასეთ მათხოვრულ სიტუაციაში დაყენება სახელმწიფოსი და ამავე დროს განცხადება, რომ მე ვარ სახელმწიფო, მე ვარ ბიუჯეტი და თქვენ არაფერი შეგიძლიათ, ქართულ ბიზნესს არაფერი შეუძლია, არაფერი შეუძლია სახელმწიფოს, სამინისტროებს და მარტო მე შემიძლია, ასეთ ქვეყანაში, მე პირადად, ყოფნა არ მინდა, მაგრამ აქედან წასვლას არ ვაპირებ“ , -აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა „ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ერთპიროვნული დამამცირებელი სისტემა შეიცვალოს“.
„განვაცხადე,რომ ბიზნესიდან გამოვედი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ერთპიროვნული, დამამცირებელი სისტემა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და მთელი საქართველო ჩააყენა დამამცირებელ მდგომარეობაში, დაწყებული ბიზნესიდან, თითოეული ადამიანით დამთავრებული, დამთავრდეს. შეგპირდით, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩვენთან დადგა და გაერთიანდა, არამარტო ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ შექმნილ ამ მაფიოზურ,საბჭოთა სისტემას ნორმალური ხალხის მმართველობით შევცვლით“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ორი დღის წინ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ წყალტუბოს განვითარების პროექტს იწყებს.