მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ ანა დოლიძესთან კონსულტაციები აქვს
მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ანა დოლიძესთან კონსულტაციები აქვთ.
ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ადამიანებთან, ცნობილ სახეებთან, არა მარტო პოლიტიკოსებთან. ანა დოლიძესთან ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, ვაგრძელებთ ამ კონსულტაციებს, თუ რამე შედეგი იქნება, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, – უთხრა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.