მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრას ხვალ გამართავენ
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრას ხვალ გამართავენ.
„უკვე დაინიშნა ეს შეხვედრა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ცნობა და იქ იქნება უკვე დეტალური საუბარი შემდგომ ნაბიჯებზე. აქედან გამომდინარე, ხვალ იქნება სწორედ მოსამზადებელი შეხვედრა. თუ გაიმართა მესამე რაუნდი, რომ ორივე მხრიდან იყოს შეჯერებული რაღაცა საკითხები, რომლის გარშემოც იქნება მსჯელობა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. პოზიცია არის იგივე ერთიანი და მტკიცე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.