მამუკა ხაზარაძე - 289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში
289 დღის შემდეგ ნახავთ, ბიძინა ივანიშვილი სად იქნება. ის იქნება მოსკოვში. ამას პირდაპირ გეუბნებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ „არჩევნებზე ხალხი შეცდომას არ დაუშვებს“.
„ივანიშვილის გარეშე ამ ქვეყანაში არ კეთდება კორუფცია, არც ნეპოტიზმი და არც ის საქმეები, რომლებიც ამოტივტივდება, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და დამოუკიდებელი მანდატის, ნდობით აღჭურვილი პროკურორი გვეყოლება, სერიოზული, დამოუკიდებელი სასამართლო გვექნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.