მამუკა კაციტაძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად წელში უნდა გადატყდეს
მამუკა კაციტაძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად წელში უნდა გადატყდეს

პროტესტი გულისხმობს ყველაფერს, გზის გადაკეტვასაც, პიკეტირებასაც, საზოგადოების დიდი ოდენობით შეკრებასაც სხვადასხვა ადგილებში, ეს ჩვეულებრივი კონსტიტუციური უფლებაა, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეები“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, ამ ყველაფერს შეიძლება დაერქვას აქტიური პროტესტი ყოველგვარი სროლებისა და გადატრიალება-გადმოტრიალებების გარეშე.

„პრინციპულად რომ გითხრათ ოპოზიციას უნდა, 2020-ის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანი სისტემით, რასაც ვაპირებდით. ახლანდელ შექმნილ სიტუაციაში არსებობს ორი შესაძლო გზა, ერთი უფრო ვრცელი – ისევ საკონტიტუციო ცვლილებით, რომელიც ალბათ სადღაც მარტამდე გადაიწევს. მეორე, რომელიც შეიძლება ამ წლის ბოლომდე დასრულდეს, ანუ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გარეშე, საარჩევნო კოდექსში ცვლილების განხორციელებით, ე.წ გერმანული მოდელის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ავირჩიოთ მაჟორიტარიც, ავირჩიოთ პროპორციულიც, მაგრამ მთლიანობაში მანდატები გავანაწილოთ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტზე პროპორციულად. ეს არის აზრი გერმანული მოდელისა, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავწიოთ გვერდზე.  „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უნდა გადატყდეს წელში. ივანიშვილმა როდესაც თქვა, რომ აი, ასეთი არჩევნები ჩავატაროთ და ჩვენ თანახმა ვართო, მოდუნდა საზოგადოება, განსაკუთრებით მოდუნდა პოლიტიკური ოპოზიცია; მან ჩათვალა, რომ ყველაფერი დამთავრებულია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროტესტი, არა მარტო რუსთაველზე, არამედ ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო საზოგადოებასთან სერიოზული მუშაობით უნდა გაგრძელდეს.