მამუკა ბახტაძე - სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცის, ეს არის სიმბოლო ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის
მამუკა ბახტაძე - სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცის, ეს არის სიმბოლო ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის

სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცის, ეს არის სიმბოლო ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„მინდა მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს, ჩვენს მრავალეთნიკურ ერს განსაკუთრებით კი ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო სვეტიცხოვლობა.

სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცის და ამავე დროს, ეს არის სიმბოლო ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის.

კიდევ ერთხელ მსურს, თითოეულ თქვენგანს მივულოცო დღევანდელი დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დავით აღმაშენებლის ხატი, ხოლო თბილისის მერს, კახა კალაძეს თამარ მეფის ხატი გადასცა.