მამუკა ბახტაძემ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მამუკა ბახტაძემ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა. ამ თემაზე კომენტარი მამუკა ბახტაძემ თბილისის საერთაშორისო ეროპორტში გააკეთა.

„ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის ტკივილიც და ამავე დროს დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი. მინდა, უკრაინასა და ყველა უკრაინელს, უკრაინაში ყველა ჩვენს მეგობარს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე, ქართველი და უკრაინელი ერი აუცილებლად იზეიმებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სუვერენიტეტის დაცვის ფარგლებში“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოსა და უკრაიანის არჩევანი ევროპული სახელმწიფოს მშენებელობაა.

„ჩვენი არჩევანია მშვიდობა, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ეს გახლავთ ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.