საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სასიხარულოა, რომ მიმდინარე და გასული კვირა ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული იყო.
„მინდა, მივულოცო მსოფლიო ჩემპიონობა საქართველოს ნაკრებს მჯდომარე ფრენბურთში, რომელიც უკვე მეორედ გახდა ჩემპიონი. ჩვენმა საამაყო სამხედროებმა მეორედ მოიგეს ტურნირი და მინდა მათ მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. მინდა მივულოცო ასევე ჩვენს მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონობა, რომელიც მან მეორედ მოიპოვა და ამავე დროს მივულოცო ჩვენს მკლავჭიდელებს და ახალგაზრდა ძიუდოისტებს მიღწეული წარმატება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.