მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას გადადგომის განცხადება დააკმაყოფილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გიორგი ქობულიას განცხადება დააკმაყოფილა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანება ქობულიას გათავისუფლების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაახლოებით ერთი საათის წინ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა. ნაჩვენები იყო ბრძანების ვიდეოკადრებიც, თუმცა იმ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებების განყოფილებაში აღნიშნული ბრძანება არ იძებნებოდა.