მამუკა ბახტაძე - ზურაბ აბაშიძეს ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, ძალიან მარტივია
მამუკა ბახტაძე - ზურაბ აბაშიძეს ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, ძალიან მარტივია

ზურაბ აბაშიძე ჩემი სპეციალური წარმომადგენელია და მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, ძალიან მარტივია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრას შეეხებოდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნას ძირითადად ჰქონდა ეკონომიკური და ჰუმანიტარული განზომილება.

„უკვე რამდენიმე წელია, ეს ფორმატი არსებობს და ყველას გვახსოვს, ფორმატი რატომაც შეიქმნა. ამ ფორმატს ძირითადად ჰქონდა ეკონომიკური და ჰუმანიტარული განზომილება. ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, ვიდრე ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.