მამუკა ბახტაძე - ვულოცავ უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ვულოცავ უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მტკიცედ მჯერა, რომ წარმატებული არჩევნები ხელს შეუწყობს უკრაინაში დემოკრატიისა და რეფორმების შემდგომ წინსვლას, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესს, ასევე გააძლიერებს კავშირებს ჩვენს მეგობრულ ქვეყნებს შორის“, – წერს მამუკა ბახტაძე.
უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა.