მამუკა ბახტაძე - სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინც იყო ქვეყანაში, საზოგადოებამ კარგად იცის 
მამუკა ბახტაძე - სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინც იყო ქვეყანაში, საზოგადოებამ კარგად იცის 

კახას სიტყვები არის არაეთიკური? ამის თქმა გსურთ? ეს კითხვაც კი თავის კითხვაში თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას შეეხებოდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის და მუდამ იქნება, რომ სიძულვილის ენა არის მიუღებელი.

„ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად რაც ჩვენ გვქონდა უკანასკნელ არჩევნებში, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. სამწუხაროდ, ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინც იყო, ესეც კარგად იცის საზოგადოებამ. შესაბამისად, ყოველთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია, მათ შორის კახასი იყო, არის და მუდამ იქნება, რომ ეს არის მიუღებელ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იგივე რეჟიმში ცხოვრებას, რადგან ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად არსებობს იუმორიც და იუმორი არის ძალიან კარგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს დღეს ასე უპასუხა:„მთაწმინდაზე ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ“. ჟურნალისტებმა კახა კალაძეს ჰკითხეს ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია თბილისის მერის დაკითხვა, რატომ არ გატარდა პრევენციული ზომები ფონიჭალაში ორი თვის წინ მომხდარი აფეთქების შემდეგ.