საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სპორტის სახეობა „სთრონგმენის“ ქართველ სპორტსმენს, კონსტანტინე ჯანაშიას შეხვდა.
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კოტეს ევროპის ბოლო ჩემპიონატზე გულშემატკივრების ასეთი გახარებისთვის და წარმატება ვუსურვო ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში. კოტე არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმის, რომ საქართველო არის ყველაზე ძლიერი ადამიანების სამშობლო!“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში.