მამუკა ბახტაძე - საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას „ქართული ოცნების" ვერც ერთი პარტიული სტრუქტურა ვერ დაიწყებდა, რადგან ჩვენ კანდიდატი არ გვყავს
არც ერთი პარტიული სტრუქტურა ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ ემზადება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას ვერავინ დაიწყებდა, რადგან „ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატი არ ყავს.
„საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას ალბათ ვერავინ დაიწყებდა, როგორც განვაცხადეთ, ჩვენ კანდიდატი არ გყავს. პირველად მესმის ეს ინფორმაცია თქვენგან, მე აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით. არც ერთი პარტიული სტრუქტურა ამ ეტაპზე არჩევნებისთვის არ ემზადება”, – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.