მამუკა ბახტაძე - საპარლამენტო დემოკრატია არის საუკეთესო მოდელი, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს
მიმაჩნია, რომ საპარლამენტო დემოკრატია არის საუკეთესო მოდელი, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს – ქვეყანა იყოს პროგრესული და უფრო წარმატებული ვიყოთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ იყო ისტორიული დღე – ფიცი დადო საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, რის შემდეგაც ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია.
„ჩვენ გადავდივართ ახალ კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო იქნება სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს – ქვეყანა იყოს პროგრესული და უფრო წარმატებული ვიყოთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ასე, რომ გუშინ ორმაგად მნიშვნელოვანი დღე იყო“, – განაცხადა პრემიერმა.