მამუკა ბახტაძე - საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა
საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დღეს ქვეყნის ბიუჯეტის 50% ფორმირდება 300 კომპანიის მიერ, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა.
„სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ ის უნდა იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. დღეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც არის ჩვენს ეკონომიკაში, ხელს არ უწყობს მასობრივ მეწარმეობის განვითარებას,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა მოკლე ვადაში მსგავსი ბარიერები ქართული ეკონომიკისთვის გაუქმდეს.