მამუკა ბახტაძე - ქართველი ერი აღნიშნავს ჩვენი სულიერი მამის იუბილეს და ეს ყველგან იგრძნობა
მამუკა ბახტაძე - ქართველი ერი აღნიშნავს ჩვენი სულიერი მამის იუბილეს და ეს ყველგან იგრძნობა

ქართველი ერი აღნიშნავს ჩვენი სულიერი მამის იუბილეს და ეს ყველგან იგრძნობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე განაცხადა.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოწიწებით მინდა, მოგილოცოთ დაბადების დღე. დღეს მთელი ქართველი ერი აღნიშნავს ჩვენი სულიერი მამის იუბილეს და ეს ყველგან იგრძნობა. მე დღეს ძალიან ბევრი ზარიც მივიღე ჩვენი უცხოელი მეგობრებისგანაც, რაც კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს თქვენს ღვაწლს. თქვენი თითოეული სიტყვა შემწყნარებლობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთდაფასებაზე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და თითოეული მოქალაქისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ მრავალჟამიერი, ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო“, – მიმართა მამუკა ბახტაძემ ილია მეორეს.