მამუკა ბახტაძე - ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღეს ისტორიული დღეა.
ბახტაძე მადლობას უხდის იუსტიციის სამინისტროს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წლების განმავლობაში ამ გამარჯვების მისაღწევად იშრომა.
„დღეს ისტორიული დღეა, გილოცავთ ამ გამარჯვებას! განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდა ამ გამარჯვების მისაღწევად. ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს!“, – წერს მამუკა ბახტაძე.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.