მამუკა ბახტაძე - ნებისმიერ საქმეზე, მით უმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა
მამუკა ბახტაძე - ნებისმიერ საქმეზე, მით უმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა

ნებისმიერ საქმეზე, მით უმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, თუ შესაძლო დანაშაულზე მოწვეული არიან საერთაშორისო ექსპერტები, ეს უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას და საზოგადოების მეტ ინფორმირებულობა.

„მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ამ თემის სპეციალისტი, რომ გითხრათ რამდენად უნდა მონაწილეობდეს, ან რამდენად აქვს უფლება, ან რამდენად მხოლოდ სასამართლოში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებების წარდგენა. მაგრამ, როგორც მოქალაქეს, მაქვს ძალიან მარტივი პოზიცია. ნებისმიერ საქმეზე, მით უმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა. ეს მგონი ძალიან მარტივი საკითხია. თუ არიან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, მით უმეტეს იმ ტიპის შესაძლო დანაშაულზე, რომელზეც იყო საუბარი, ეს მე მგონი წაადგება საერთო საქმეს, რომ იყოს მეტი გამჭვირვალობა და მეტი ინფორმირებულობა საზოგადოების. მე ამას ასე შევხედავდი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.