მამუკა ბახტაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ დესტრუქციული ქმედებები იხილა.
მამუკა ბახტაძემ საარჩევნო დღე შეაჯამა და პრესკონფერენციაზე ყურადღება „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაზე გაამახვილა.
„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების მხრიდან. ახლა ხმების დათვლა მიმდინარეობს და ყველას მოვუწოდებ, კომისიას საშუალება მივცეთ, თავისი საქმიანობა მშვიდ გარემოში დაასრულოს ისევე, როგორც ჩვენს საარჩევნო გარემოსა და იმ უმაღლეს სტანდარტს შეეფერება, რასაც საქართველო ამკვიდრებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.