მამუკა ბახტაძე - მთავრობის სახელფასო ნაწილი მშპ-ს 4%-ის ფარგლებში უნდა იყოს
მთავრობის სახელფასო ნაწილი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ის ფარგლებში უნდა იყოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ჩართვისას განაცხადა.
„ჩვენ მცირე მთავრობის იდეის ერთგული ვართ. საქართველოს ეკონომიკა და მისი მართვა უნდა იყოს ძალიან მოქნილი. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული გრძელვადიანი სტრატეგიით მთავრობის ზომა, მისი სახელფასო ნაწილი, ჩვენი ორიენტირით, უნდა იყოს მშპ-ს 4%-ის ფარგლებში. ეს ძალიან ამბიციური, თუმცა ვფიქრობ, მიღწევადი ამოცანაა. სწორედ ეს უნდა იყოს ორიენტირი და ამით უნდა ვხელმძღვანელობდეთ, როდესაც ვაფასებთ, რა ზომის მთავრობა გვჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფო ეფექტიანად ვმართოთ. 4% არის ძალიან ამბიციური შედეგი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.