საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსულმა ჰოლდინგმა – Belkommunmash ბათუმის ავტობუსების ტენდერში გაიმარჯვა, რომლის საფუძველზეც ბელარუსიდან რვა ელექტროავტობუსის შესყიდვა იგეგმება.