მამუკა ბახტაძე - მინდა, დიდი მოწიწებით მადლობა გადავუხადო პატრიარქს იმ ღვაწლისთვის, რაც შეაქვს საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში
მინდა, დიდი მოწიწებით მადლობა გადავუხადო პატრიარქს იმ ღვაწლისთვის, რაც შეაქვს საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა.
„მინდა, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო, დღეს შესრულდა 41 წელი საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან ამ პერიოდის განმავლობაში აშენდა, რესტავრაცია ჩაუტარდა, აღდგა ძალიან ბევრი მონასტერი და ეკლესია. მართლაც უპრეცენდენტო აღმშენებლობის ხანა არის ეს საქართველოს ისტორიაში. საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არისი მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სჭირდება დღეს საქართველოს. მინდა, დიდი მოწიწებით მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის, რაც მას შეაქვს საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.