თუ შეხედავთ მეზობელი ქვეყნების ეროვნულ ვალუტას, მაშინვე შეამჩნევთ, რომ ლარი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა რეგიონში, – ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სააგენტო „ბლუმბერგის” ჟურნალისტის კითხვას ეროვნული ვალუტასთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვალუტის მერყეობა ნაწილობრივ დაკავშირებულია დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელთან.
“ეროვნული ვალუტა არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ვალუტის მერყეობა, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელთან. გვაქვს ძალიან სრულყოფილი და გრძელვადიანი გეგმა, რომ ვუპასუხო ამ გამოწვევას. თუ შეხედავთ მეზობელი ქვეყნების ეროვნულ ვალუტას, მაშინვე შეამჩნევთ, რომ ლარი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს მეტი ინვესტიცია აშშ-დან და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს ძალიან დიდი კორპორაციებიდან, რომ დაიწყონ მათი ბიზნესი საქართველოში. ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ფარავს ევროკავშირს, ჩინეთს სხვა ქვეყნებთან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.