მამუკა ბახტაძე - ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ამას მხოლოდ დადებითად ვაფასებ
ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ამას მხოლოდ დადებითად ვაფასებ, – ასე გამოეხმაურა ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას.
მამუკა ბახტაძემ ამ თემაზე მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხზე უფრო დეტალურად თბილისში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.