მამუკა ბახტაძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
მამუკა ბახტაძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას AzerNews-ი ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაბადების დღე მიულოცა ილჰამ ალიევს და პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. სატელეფონო საუბრის დროს ალიევი და ბახტაძე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას მიესალმნენ და იმედი გამოთქვეს, რომ 2019 წელს საქართველო-აზერბაიჯანის კავშირები განმტკიცდება“, – წერს Azernews-ი.