მამუკა ბახტაძე - განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი
მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში იქნება სწორედ და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ეს არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა.
„ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ფასეულობა. შესაბამისად, თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე. ორიენტირებული მისი თავისუფლებისა, მისი სასიცოცხლო და საოჯახო გარემოს გაუმჯობესებაზე, ისეთი შესაძლებლობების შექმნაზე, სადაც ყველას მიეცემა საშუალებ, რეალიზაცია გაუკეთოს თავის ნიჭს და პოტენციალს თავის სამშობლოში.
ბუნებრივია, ამისთვის საჭიროა პრინციპულობა, ერთიანობა, გუნდურობა, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის ხარისხი, ძალიან მაღალი კომპეტენციის ხარისხი და რაც მთავარია, ყველას ძალის და იდეის კონსოლიდაცია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.