მამუკა ბახტაძე - ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმს გამოიყენებს
მამუკა ბახტაძე - ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმს გამოიყენებს

ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს გამოიყენებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის მექანიზმი დაეფუძნება საგზაო რუკას, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებსა და ძირითად პრიორიტეტებს და ამგვარად, ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, თანმიმდევრულობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს ე.

„ჩვენ უფრო სწრაფი ტემპებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, რის შედეგადაც ჩვენი კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების პარალელურად, დავუბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ოჯახს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცნო.