მამუკა ბახტაძე - ეუთო-ს რეკომენდაციები საჯაროა, არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს
არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თითქოს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან საიდუმლო წერილი მიიღო.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის არასწორი ინტერპრეტაციაა, ვინაიდან მთავრობამ არჩევნების შემდეგ მიიღო ეუთო-ს და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციები, რაც ყველასთვის საჯაროა.
„არჩევნების შემდეგ, ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციები მივიღეთ ეუთოსა და ოდირი-სგან და ჩვენი საპარლამენტო გუნდი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ეს დოკუმენტი საჯაროა და ის რამდენიმე თვის წინ მივიღეთ. ეს არ არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ საიდუმლოდ ვმსჯელობთ. ეს არის ღია, საჯარო საუბრები და ეს დოკუმენტიც ღიაა. თქვენ გულისხმობთ, ეუთოსა და ოდირ-ის რეკომენდაციებს, არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.