მამუკა ბახტაძე - ექსპორტი მაღალ დონეზეა, არის კარგი დინამიკა სავაჭრო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით
ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი არის პოზიტიური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით აღნიშნა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ექსპორტი საკმაოდ მაღალ დონეზეა, მიმდინარეობს კარგი დინამიკა სავაჭრო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით.
„უფრო მეტიც, როგორ კომერციული ბანკების ანალიზმა აჩვენა, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ჩვენი ეროვნული ბანკის ანალიზიც სწორედ ამას ამბობს, რომ ჩვენ გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან საქმე. ჩვენ გვაქვს ყველა მოლოდინი, ვისაუბროთ, რომ ლართან მიმართებაში ვითარება აუცილებლად დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი აუცილებლად მოიხსნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.