მამუკა ბახტაძე - იუსტიციის სამინისტროს უზარმაზარი სამუშაოს შედეგია, რომ კომპენსაციას 1500-ზე მეტი დეპორტირებული მოქალაქე მიიღებს
მამუკა ბახტაძე - იუსტიციის სამინისტროს უზარმაზარი სამუშაოს შედეგია, რომ კომპენსაციას 1500-ზე მეტი დეპორტირებული მოქალაქე მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი გამარჯვება უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს და აღნიშნა, რომ 2012-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაოს შედეგია, რომ კომპენსაციას 1500-ზე მეტი დეპორტირებული მოქალაქე მიიღებს.

„მინდა შევეხო მნიშვნელოვან გამარჯვებას, სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახადა დააკისრა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არა 2012-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 ადამიანი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 118 მოქალაქი მონაცემი მიაწოდა. 2014-დან 2016 წლამდე დიდი სამუშაო იქნა გაწეული დამუშავდა და სასამართლოს გადაეგზავნა 1500-ზე მეტი მოქალაქი მონაცემები, რომლებიც მიიღებენ კომპენსაციას. ეს არის დიდი გამარჯვება და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გუშინ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა.