მამუკა ბახტაძე - ჩვენს ყველა მეგობარს, ვინც ამ სრულიად განსაკუთრებულ დღეს ზეიმობს, შობის დღესასწაულს ვულოცავ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს.
„ჩვენს ყველა მეგობარს, ვინც ამ სრულიად განსაკუთრებულ დღეს ზეიმობს, შობის დღესასწაულს ვულოცავ და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას შობა-ახალი წლის ამ სადღესასწაულო პერიოდში და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში!“, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე“.