მამუკა ბახტაძე - ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში ორი მთავარი პრიორიტეტია - საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი
„ქართული ოცნებისთვის“ ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი პრიორიტეტია ორი მიმართულება – საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი შეხედულების შესახებ ერთმნიშვნელოვანი განმარტება უკვე გააკეთა.
„ქართული ოცნებისთვის“ ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი პრიორიტეტია ორი მიმართულება – საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. ეს არის ჩვენი ფილოსოფია, ჩვენი პრიორიტეტები და ეს არის ამავე დროს სწორედ ქართველი ხალხის ნება“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.