მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან ყველა დონეზე უპრეცედენტო მხარდაჭერას ვიღებთ
აშშ-ის კონგრესში მოხდა მართლაც ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესში რეგისტრირდება მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე მხარდამჭერი საკანონდებლო აქტი.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მხრიდან ვიღებთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე. მათ შორის კონგრესშიც, სადაც საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა მძლავრი ინსტრუმენტია, რათა საქართველოსთან დაკავშირებულმა საკითხებმა როგორც ორმხირვი, ისე რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს აშშ-ის პოლიტიკური დღის წესრიგში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ევროპარლამენტის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებმა ერთობლივი რეზოლუციები დაამტკიცეს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის რეზოლუციაში აღიარებულია, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია.