მამუკა ბახტაძე - ჩვენ პარალელურად უნდა ვიაროთ ორი - დეოკუპაციის და ამავე დროს ადამიანური დიალოგის მიმართულებით
როდესაც ვსაუბრობთ დეოკუპაცაზე, უნდა ვისაუბროთ დიალოგზე ჩვენს ხალხთან და ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროგრამებზე, “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ამ თვალსაზრისით საინტერესოა პროექტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თითოეული მიღწევა, რაც საქართველოს აქვს, ეს იქნება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, ვიზალიბერალიზაცია თუ სხვა, თითოეული ეს სიკეთე უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიეზე ცხოვრობენ.
„ჩვენ ვაშენებთ სტრატეგიულ ურთიერთობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დეოკუპაციის სტრატეგიაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და გვჭირდება მათი მხარდაჭერა და ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა. როცა ვსაუბრობთ დეოკუპაციაზე, უნდა ვისაუბროთ დიალოგზე ჩვენს ხალხთან და ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროგრამებზე. “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ამ თვალსაზრისით საინტერესოა პროექტია. ჩვენი სახელმწიფოს თითოეული მიღწევა, რაც გვექნება, ეს იქნება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, ვიზალიბერალიზაცია თუ სხვა, თითოეული ეს სიკეთე უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ამ ხალხს ძალიან მძიმე გამოწვევები აქვს. ყველამ კარგად ვიცით, რა მძიმე იყო c ჰეპატიტთან ბრძოლის გამოწვევა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი. ანალოგიური პრობლემა აწუხებთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს და ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავს პროგრამებზე ხელმისაწვდომობა. ეს არის ადამიანური დიალოგის ნაწილი და ჩვენ პარალელურად უნდა ვიაროთ ორივე მიმართულებით – დეოკუპაციის და ამავე დროს ადამიანური დიალოგის გზით, მსგავსი პროექტების გზით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს თითოეული წარმატება არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების წარმატებაც, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია.