მამუკა ბახტაძე - ჩვენ დავძლიეთ უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დაგვხვდა
მამუკა ბახტაძე - ჩვენ დავძლიეთ უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დაგვხვდა

ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და ღირსებების დაცვა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ამ კუთხით უკანასკნელ წლებში საქართველო გახდა ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ჩვენ დავძლიეთ უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დაგვხვდა. დღეს თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს ციხეებში პატიმართა უფლებების დაცვის მხრივ”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.