მამუკა ბახტაძე - ჩვენ ალბათ უფრო ადრე გვმართებდა, დაგვეწყო ჭარბვალიანობის საკითხზე პრინციპული ნაბიჯების გადადგმა
მამუკა ბახტაძე - ჩვენ ალბათ უფრო ადრე გვმართებდა, დაგვეწყო ჭარბვალიანობის საკითხზე პრინციპული ნაბიჯების გადადგმა

ჩვენ ალბათ უფრო ადრე გვმართებდა, დაგვეწყო ჭარბვალიანობის საკითხთან დაკავშირებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ შეცდომებს შეეხებოდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, “ქართული ოცნება“ არ გაურბის იმ თემებზე საუბარს, რომლებზეც  რეაგირება უფრო ადრე შეიძლებოდა.

„ჩვენ ალბათ უფრო ადრე გვმართებდა, დაგვეწყო ჭარბვალიანობის საკითხთან დაკავშირებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, ისევე როგორ ინკლუზიურ ზრდასთან დაკავშირებით უფრო აქტიური რეფორმების გატარება. ჩვენ არ გავურბივართ საუბარს იმ თემებზე, რომლებზეც რეაგირება შეიძლება, ადრე გაკეთებულიყო და შედეგი ადრე დამდგარიყო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.