მამუკა ბახტაძე - ჭუბერში სტიქიამ დაგვანახა, რომ საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები
ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭუბერში განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სწრაფი შეტყობინების სისტემები საქართველოში მხოლოდ ორგან არის.
„ჭუბერში სტიქიამ კიდე ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ ორგან გვაქვს და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას, რომ აღნიშნული სისტემები ყველგან გვქონდეს დამონტაჟებული. ეს სისტემები საშუალებას მოგვცემს, პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.