მამუკა ბახტაძე - ჭუბერში მობილიზებაა საკვები პროდუქტების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მხრივ
მამუკა ბახტაძე - ჭუბერში მობილიზებაა საკვები პროდუქტების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მხრივ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერის ხეობაში მოსახლეობისთვის მობილიზებაა გაკეთებული საკვები პროდუქტების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მხრივ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც ჭუბერში ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება. ექვსი ხიდია წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული. ველოდებით წყლის დონის დაწევას, რათა დაიწყოს საჭირო სამუშაოები. არსებობს ყველანაირი მობილიზაცია, რაც უკავშირდება სასმელი წყლის, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შემოტანას. ასევე, გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი სტიქიის ზონიდან. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია, ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები, რაც მხოლოდ ორ ადგილზე გვაქვს. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ, ბუნებრივია ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.