მამუკა ბახტაძე - ჩეხეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებებათა და უსაფრთხოების მხრივ დადებით გარემოს
მამუკა ბახტაძე - ჩეხეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებებათა და უსაფრთხოების მხრივ დადებით გარემოს

ჩეხეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ძალიან დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჩეხეთის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზონაში ჩეხეთი მე-12 ქვეყანაა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და მეგობარ ქვეყანას მადლობა გადაუხადა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს. ჩეხეთის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ძალიან დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ“, – აღნიშნა პრემიერმა.