მამუკა ბახტაძე - ბრიუსელში ლევან იზორია იენს სტოლტენბერგთან და ჯეიმს მატისთან მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს ბრიუსელში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ამერიკის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ინტენსიური პრაქტიკული თანამშრომლობა. შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე კიდევ უფრო ხაზს უსვამს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში შეგვაქვს ძალიან მაღალი დონის დინამიკა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.