მამუკა ბახტაძე - „ბადაგონთან“ დაკავშირებით სახეზე გვაქვს ორ კერძო სუბიექტს შორის დავა
ჩვენ გვაქვს სახეზე დავა ორ კერძო სუბიექტს შორის, არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ბიზნესის ინტერესი ჩვენთვის ყველაფერზე მაღლა დგას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კომპანია „ბადაგონთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თითოეული საწარმო მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს მის გარშემო.
„ჩვენ გვაქვს სახეზე დავა ორ კერძო სუბიექტს შორის, არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ბიზნესის ინტერესი ჩვენთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ამ ეტაპზე არ ვფლობ ინფორმაციას, თქვენგან გავიგე. მხოლოდ ის შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ ბიზნესის მაქსიმალური მხარდამჭერი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.