მამუკა ბახტაძე - აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ისეთი სულისკვეთებაა, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს, სასამართლო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე იყოს და ეს ასეც იქნება
მამუკა ბახტაძე - აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ისეთი სულისკვეთებაა, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს, სასამართლო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე იყოს და ეს ასეც იქნება

„თიბისი ბანკი“ არის ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის არის სისტემური ბანკი ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ, მათ შორის, იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან, რომ ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, ის არის ძლიერი ბანკი, ის არის წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას და შეფასებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა: „რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს საელჩოს განცხადებას სულისკვეთება ამ განცხადებაში არის ისეთი, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს. უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭირვალე პროცესი სასამართლოსი. საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები ამ პროცესის ირგვლივ, ისევე როგორც არ ერთი სხვა სასამართლოს პროცესის ირგვლივ, არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საკითხთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით