მამუკა ბახტაძე - არჩევანი გავაკეთე საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდუბის საარჩევნო ოლქის N44 საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
„დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისა და ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, მოვიდეთ უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ინტერესებშია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.