მამუკა ბახტაძე - ექვსი წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს
მამუკა ბახტაძე - ექვსი წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს

2012 წლის პირველი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, ექვსი წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ერთან ერთად მოიპოვა უდიდესი გამარჯვება, მშვიდობიანი გზით შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ექვსი წლის წინ. ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში. ეს პროგრესი არის ხელშესახები, მაგრამ რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გადავლახავთ. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ერთიანი ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ქვეყანა და მივაღწიოთ ჩვენ საერთაშორისო მიზნებს – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახისა და და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.