მამაკაცს, რომელმაც ქალაქი გორი 31 მარტს დატოვა, სომხეთში კორონავირუსი დაუდასტურდა
მამაკაცს, რომელმაც ქალაქი გორი 31 მარტს დატოვა, სომხეთში კორონავირუსი დაუდგინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრმა მამაკაცმა საქართველო 31 მარტს დატოვა. სომხეთში მყოფი საქართველოს მოქალაქის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც აქვს.
მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ვისთან ჰქონდა ინფიცირებულს კონტაქტი საქართველოს საზღვრის დატოვებამდე.