მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ჰავრში მძევლები აიყვანა, სპეცრაზმმა დააკავა
მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ჰავრში მძევლები აიყვანა, სპეცრაზმმა დააკავა

მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ჰავრში მძევლები აიყვანა, პოლიციის სპეცრაზმმა დააკავა.

ტელეკომპანია „ბიეფემტივის“ ინფორმაციით, ბანკის ფილიალის შენობაში მყოფი ყველა ადამიანი თავისუფალია და არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.

შეიარაღებულ მამაკაცს მძევლები ექვსი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა. გათავისუფლებულ მოქალაქეებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

რადიო „ართიელის“ ინფორმაციით, მძევლების აყვანის შემდეგ მამაკაცი ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ბავშვების გათავისუფლებას და ალ-აქსას მეჩეთის წინ არსებულ ესპლანადაზე პალესტინელების დაშვებას ითხოვდა. თავდამსხმელი ასევე ითხოვდა მოტოციკლს, რათა შემთხვევის ადგილიდან გაქცეულიყო.

ტელეკომპანია „ბიეფემტივის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი 34 წლის ადგილობრივი მცხოვრებია, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.