დეკანოზი შალვა კეკელია - ცოდვის მიმართ, რომელიც ადამიანს ჭამს და ანადგურებს, ეკლესიას არ აქვს მიმღებლობა
დეკანოზი შალვა კეკელია - ცოდვის მიმართ, რომელიც ადამიანს ჭამს და ანადგურებს, ეკლესიას არ აქვს მიმღებლობა

დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ ეკლესია მუდამ ძალადობის მოწინააღმდეგეა. ჟურნალისტების კითხვას, ეწინააღმდეგება თუ არა ეკლესია საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, მამა შალვა კეკელიამ ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც ცოდვაშია, ეკლესიას უყვარს და პატივს სცემს, მაგრამ ცოდვის მიმართ, რომელიც ადამიანს ჭამს და ანადგურებს, ეკლესიას არ აქვს მიმღებლობა.

„გააჩნია, რას აღნიშნავენ და რა მოწოდება აქვთ, რას ამბობენ ეს ადამიანები. ეკლესია ყოველთვის ეწინააღმდეგება ყველანაირ ძალადობას. ეკლესია ყველა ცოდვილს იწყალებს. ადამიანი, რომელიც ცოდვაშია, ეკლესიას უყვარს და პატივს სცემს, მაგრამ ცოდვის მიმართ, რომელიც ადამიანს ჭამს და ანადგურებს, ეკლესიას არ აქვს მიმღებლობა. პიროვნებები, რომლებიც ცოდვაში არიან და ვისაც სურს ეკლესიაში მისვლა, მათ ეკლესია იღებს“, – აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.