მალტის პრემიერის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კიტ შემბრი დააკავეს
მალტის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კიტ შემბრი, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა, დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციაში ჯერ არ გაკეთებულა განცხადება, თუ რა მიზეზით დააკავეს შემბრი.
თუმცა ადგილობრივი მდიის ინფორმაციით, ის 2017 წელს მოკლული მალტელი ჟურნალისტის დაფნა კარუანა გალიციას საქმეში ფიგურირებს.
ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია მთავრობის კორუფციულ საქმიანობაზე მუშაობდა. დაფნა კარუანა გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.