ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონის განახლებას 31 ივლისს ორლანდოში, კომპანია „ვოლტ დისნეის“ ტერიტორიაზე გეგმავს. გუნდებმა გუშინ კორონავირუსზე ტესტი გაიარაეს.
როგორც გაირკვა, გოგა ბითაძის გუნდელი და „ინდიანას“ გამთამაშებელ მალკოლმ ბროგდონს COVID 19 დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, „პეისერსის“ კალათბურთელი გამოჯანმრთელებასა და ორლანდოში გამგზავრებას გეგმავს.
„თავს კარგად ვგრძნობ. ამჟამად კარანტინში ვიმყოფები. პროგრესი სახეზეა. მე ვაპირებ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე და გუნდს ორლანდოში შევუერთდე“, – განაცხადა ბროგდონმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დიაგნოზი ასევე „დენვერის“კალათბურთელს ნიკოლა იოკიჩს დაუდგინეს. ის ამჟამად სერბეთში იმყოფება.